Home
Category
TV Live Menu

"ფილიპ მორისი" სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს - "უმკაცრესად დავიცავთ ჩვენს პოზიციას"

58a6fd95410f2
BM.GE
17.02.17 17:38
1204
"ფილიპ მორის საქართველო" გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვალს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

„ჩვენ უმკაცრესად დავიცავთ ჩვენს პოზიციას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში. ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს ჯერ არ გამოუცია საბოლოო გადაწყვეტილების ტექსტი, ჩვენ ამჟამად ვერ გავაკეთებთ დამატებით კომენტარს საქმის დეტალებთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები განიხილავენ ჩვენს საქმეს და მოგვცემენ შესაძლებლობას, დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე, რათა "ფილიპ მორისმა" კვლავ შეძლოს, შეიტანოს წვლილი საქართველოს განვითარებაში, რასაც წარმატებით ვაკეთებდით ბოლო 20 წლის განმავლობაში, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი“, - ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ Philip Morris თბილისის საქალაქო სასამართლომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და ბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირებაში დამნაშავედ მიიჩნია და 92 მლნ ლარის ჯარიმა დააკისა

Subscribe to our news

Get the main news of the day