Home
Category
TV Live Menu

ფილიპ მორისი: სავაჭრო ქსელებში ფასები 2015 წლის აგვისტოს შემდეგ არ გაგვიზრდია

568d2b8a81882
BM.GE
06.01.16 18:51
1478
ფილიპ მორისი განცხადებას ავრცელებს. "შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ პროდუქციაზე (მათ შორის MARLBORO და PARLIAMENT) ფასების მკვეთრი ზრდის შესახებ ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, „ფილიპ მორის საქართველოს“ სურს განმარტოს, რომ მას სავაჭრო ქსელში ფასები არ გაუზრდია 2015 წლის აგვისტოს შემდეგ. შესაბამისად, „ფილიპ მორის საქართველო“ ეთანხმება ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ „ფილიპ მორის საქართველოს“ პროდუქციაზე ბოლო დროს მომხდარი ფასების ზრდა არ უკავშირდება 1 იანვრიდან გაზრდილ აქციზის გადასახადს. სამომხმარებლო ფასები დგინდება უშუალოდ საცალო მოვაჭრეების მიერ და „ფილიპ მორის საქართველოს“ არ უთამაშია რაიმე როლი მათ გაზრდაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day