ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მან არ იცის, იქნება თუ არა პარლამენტში ბიუჯეტის საკომიტეტო მოსმენები. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ტვ პირველის ეთერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვები იქნება თუ არა, ამას ვერ გეტყვით, ამას გადაწყვეტს პარლამენტი. თუ გადაწყვეტენ, ჩვენ მზად ვართ, პლენარულ სესიაზეც დეტალურად გავიაროთ ბიუჯეტი,- აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.