Home
Category
TV Live Menu

ფინანსთა სამინისტრო: არ ყოფილა შემთხვევა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა სადმე დაენერგათ და შემდეგ გაეუქმებინათ

5735ada5d0cb5
BM.GE
13.05.16 14:32
1121
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონპროექტი მზად არის და ამ ეტაპზე მისი საფინანსო სექტორთან განხილვა იგეგმება. როგორც დეპოზიტების დაზღვევის სისტემის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრმა მერაბ ნარმანიამ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, დეპოზტების დაზღვევას საქართველოს ევროკავშირის დირექტივაც ავალდებულებს.
 
"ეს სისტემა საქართველოში იმუშავებს, ვინაიდან არ ყოფილა შემთხვევა როდესაც სადმე დაენერგათ ეს სისტემა და არ ემუშავა მას, ან შემდეგ გაეუქმებინათ.

კანონპროექტი მზად არის, განხილვა რამოდენიმეჯერ მოხდა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის საბანკო ასოციაციისგან მივიღეთ წერილობითი შენიშვნები. ვცდილობთ ყველა დაინტერესებული პირისგან მივიღოთ შენიშვნები.

ამ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს ევროკავშირის დირექტივაც. ჩვენ ვაპირებთ შეხვედრის ორგანიზებას, სადაც მოწვეული იქნება საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი", - განაცხადა ნარმანიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day