Home
Category
TV Live Menu

ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო შემოსავლების მიმართულებით 100 მილიონი ლარის გადაჭარბებას ელოდება

585935b566806
BM.GE
20.12.16 17:39
1011
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს პარლამენტში გაიგზავნა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 11 თვის შესრულების საბოლოო პარამეტრები და ეს მაჩვენებლები წლიდან წლამდე უმჯობესდება, რაც მნიშვნელოვნად მეტყველებს ბიუჯეტის თანაბარ ხარჯვაზე.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მაჩვენებლები განთავსებულია ხაზინის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველასთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ დეკემბრის დასაწყისში ჩვენ მივიღეთ საბიუჯეტო დაფინანსება აზიის განვითარების ბანკისგან 258 მლნ ლარის ოდენობით და ევროკავშირისგან ველოდებით საბიუჯეტო გრანტებს 100 მლნ ლარის ოდენობით. ამ მომენტისთვის 2016 წელს შემცირებული გვაქვს ფულის მასა 440 მლნლარით, ასევე მნიშვნელოვანი შემცირება გვაქვს დეკემბრის თვეში,“ - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლის ბოლოსთვის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები გეგმასთან სრულ შესაბამისობაში იქნება, როგორც შემოსულობების ისე ხარჯვითი ნაწილის მიმართულებით.

„ეს ძალიან ნიშანდობლივია და ეკონომიკაში პოზიტიურმი მართულებაზე მეტყველებს, მნიშვნელოვან გადაჭარბებას ველოდებით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მიმართულებით, დაახლოებით 100 მილიონი ლარით“,- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day