Home
Category
TV Live Menu

ფინანსთა სამინისტრო: სავალუტო ფონდიც და სხვა სარეიტინგო კომპანიებიც დადებითად შეაფასებენ სამთავრობო რეფორმებს

584660c7773f3
BM.GE
06.12.16 10:55
1083
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s მიერ სესხების გალარების სამთავრობო პროგრამის შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლარიზაციის გეგმა ეხმარება არა მარტო მსესხებლებს, არამედ თავად ბანკებსაც.

"ბანკებს ეძლევათ შესაძლებლობა იმუშაონ სტაბილურ გარემოში და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულები კურსის ცვლილებზე, რადგან კურსის ცვლილებამ, შესაძლოა, მათი მსესხებლების მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს.

აქედან გამომდინარე, მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ სხვა ღონისძიებებთან ერთად, რომლებიც უახლოეს დღეებში წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში და 2017 წლიდან ამოქმედდება.

ჩვენ მსგავს გამოხმაურებებს, რა თქმა უნდა, ველოდით. დარწმუნებულები ვართ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდიც დადებითად შეაფასებს აღნიშნულ პროგრამას და ზოგადად იმ გადაწყვეტილებებს, რასაც ლარიზაციის გეგმა ითვალისწინებს.

გეგმის დიდი ნაწილი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულია და როგორც სავალუტო ფონდი, ისე სხვა სარეიტინგო კომპანიები დადებითად შეაფასებენ იმ ნაბიჯებს, რომლებიც 2017 წლის განმავლობაშია დაგეგმილი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day