Home
Category
TV Live Menu

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

57b42f6ef0df6
BM.GE
17.08.16 13:06
1013
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 40 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8,050 პროცენტით, მაქსიმალური 8,230 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8,095 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 11.750% შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Subscribe to our news

Get the main news of the day