Home
Category
TV Live Menu

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 33 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

57f4ccfb07d8e
BM.GE
05.10.16 13:49
997
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 33 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 80 375 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.340 პროცენტით, მაქსიმალური 6.88პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.765 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 6.750 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Subscribe to our news

Get the main news of the day