ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 -წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 33 420 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.500 პროცენტით, მაქსიმალური 11.890 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 11.749 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 11.750 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.