Home
Category
TV Live Menu

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

582c28612faa5
BM.GE
16.11.16 13:34
863
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 25 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.150 პროცენტით, მაქსიმალური 8.500 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.283 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Subscribe to our news

Get the main news of the day