Home
Category
TV Live Menu

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

57987da0b635a
BM.GE
27.07.16 13:22
1024
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 350-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 91 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6,550 პროცენტით, მაქსიმალური 6,670 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6,598 პროცენტით განისაზღვრა.

Subscribe to our news

Get the main news of the day