Home
Category
TV Live Menu

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

57a1b821a99a9
BM.GE
03.08.16 13:17
976
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 56 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7,100 პროცენტით, მაქსიმალური 7.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7,208 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Subscribe to our news

Get the main news of the day