Home
Category
TV Live Menu

ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 8 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

5a43720fc373a
BM.GE
27.12.17 14:09
899
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 8 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 13 450 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.650 პროცენტით, მაქსიმალური 8.150პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.947 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტი შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Subscribe to our news

Get the main news of the day