Home
Category
TV Live Menu

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ტერაბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

58f88b3c1384e
BM.GE
20.04.17 14:17
706
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ტერაბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, www.eauction.ge-ს და ტერაბანკის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ტერაბანკის ვიზა ბარათებით განახორციელონ ელექტრონული გადახდები და სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციები ხელსაყრელი საკომისიო ტარიფით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ძნელაძემ და ტერაბანკის კომერციულმა დირექტორმა, ზურაბ აზარაშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განაგრძობს ბანკებთან თანამშრომლობას, რათა მომხმარებელს, ელექტრონული ანგარიშწორების დანერგვისა და განვითარების გზით, მუდმივად შესთავაზოს თანამედროვე და სწრაფი ანგარიშსწორების საშუალებები.

Subscribe to our news

Get the main news of the day