ფინანსთა სამინისტროს რეფორმების განხორციელებაში და მისი გავლენის შეფასებაში კონსულტაციას ISET გაუწევს. როგორც ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ეკონომისტი ერიკ ლივნი ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას აცხადებს, სამინისტროს რეფორმების შექმნის და გატარების პროცესში საერთაშორისო კონსულტანტი სჭირდებოდა. ლივნის განცხადებით თავდაპირველად აისეტი იმ მოდელის შექმნას გეგმავს, რომლითაც სხვადასხვა რეფორმების წინასწარი შეფასება მოხდება.
"ფინანსთა სამინისტრო საქართველოში არსებული ექსპერტიზის ხარისხით კმაყოფილ არ იყო, ამიტომ ენდობიან ისეთ საერთაშორისო ინსტუიტუტებს, როგორიც მაგალითად აისეტია. ე.წ. RIA ცვლილების მხოლოდ ბიზნეს კლიმატზე გავლენას აფასებს, ჩვენ კი წინასწარ შევაფასებს და გავთვლით სხვადსხვა სცენარებს მოსალოდნელ რეფორმებზე", - აცხადებს ლივნი. მისივე განცხადებით, კონკურეტულ რეფორმაზე მუშაობა ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა.