ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წლიური ანგარიში - 2017
BM.GE
26.04.18 09:01
• 1032
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის შედეგად, 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხულმა თანხამ 124 317 091 ლარი შეადგინა. ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტს თან ერთვის საგამოძიებო სამსახურის უფროს, ლევან გამყრელიძის მიმართვა, სადაც ის ხაზს უსვამს უწყების მნიშვნელობას, რომელიც ქვეყანაში საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულს ებრძვის. „ნებისმიერი თანამედროვე სახელმწიფოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მთავარ გამოწვევას ჯანსაღი ბიზნესგარემოს ხელშეწყობა და შენარჩუნება წარმოადგენს. საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის სპექტრი ყოველწლიურად ფართოვდება და იცვლება, შესაბამისად, იზრდება გამოწვევებიც“, - აცხადებს გამყრელიძე.