Home
Category
TV Live Menu

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რეორგანიზაცია დაიწყება

593a58d1d9e8a
BM.GE
09.06.17 12:12
686
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე წარუდგინა, რომელიც დღეიდან საგამოძიებო სამსახურს ჩაუდგება სათავეში.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლევან გამყრელიძე კარგად იცნობს საგადასახადო კანონმდებლობას, გადასახადის გადამხდელთა ფსიქოლოგიას და აქვს ფინანსური დანაშაულის გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება. მისი თქმით, სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას აღნიშნული უწყების რეფორმირებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების მიმართულებით.

საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსის, ლევან გამყრელიძის განცხადებით, დაიწყება სამსახურის რეორგანიზაცია იმისათვის, რომ ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური, ხოლო სამსახური გაძლიერდეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day