Home
Category
TV Live Menu

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

5a1e7d6306b4f
BM.GE
29.11.17 13:20
657
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 30 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.720 პროცენტით, მაქსიმალური 7.950 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.778 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Subscribe to our news

Get the main news of the day