Home
Category
TV Live Menu

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

58be7c1b454a0
BM.GE
07.03.17 13:22
971
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 55 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.180 პროცენტით, მაქსიმალური 8.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.253 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Subscribe to our news

Get the main news of the day