Home
Category
TV Live Menu

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

5912db9b090e2
BM.GE
10.05.17 13:19
699

2017 წლის 10 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 56 300 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.900 პროცენტით, მაქსიმალური 7.980 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.970 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Subscribe to our news

Get the main news of the day