Home
Category
TV Live Menu

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მილიონის ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

5912daab08bf0
BM.GE
10.05.17 13:13
1357
2017 წლის 10 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 48 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.050 პროცენტით, მაქსიმალური 7.220 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.143 პროცენტით განისაზღვრა.

Subscribe to our news

Get the main news of the day