ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭირვალობის შესახებ ჩატარებული კონკურსის წლევანდელი გამარჯვებულების გამოვლენამდე. მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის საქართველოში ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი, რომელიც ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას ეძღვნება წელს მეორედ იმართება და ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად გაფართოებულ ყოველწლიური კონკურსი 16 დეკემბერს გაიმართება.
წელს კონკურსში მონაწილეობის მიღება საჯარო დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის ღია იქნება, რომელთა შორისაა A და B სალისტინგო კატეგორიების ყველა კომპანია, სავაჭროდ დაშვებული ფირმები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ.
სტუმარი: გოგიტა თაბუაშვილი - ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე