მოსახლეობის 79%-ის აზრით, ფული იმისთვისაა, რომ დაიხარჯოს. ამასთან მოსახლეობის 37% დღევანდელი დღით ცხოვრობს და ხვალინდელ დღეზე ნაკლებად ფიქრობს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც საუბარი საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის შესახებაა. სებ-ი წერს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას კარგად ესმის ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფულის ღირებულება დროში, სესხზე გადასახდელი პროცენტი, ინფლაცია და სხვა… " რაც შეეხება ფინანსურ ცოდნაში თვითშეფასებას, საქართველოს მოსახლეობა მეტ-ნაკლებად დარწმუნებულია საკუთარ ფინანსურ ცოდნაში: ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ მათ აქვთ საშუალო ფინანსური ცოდნა (65%), 21% მიიჩევს, რომ მათი ცოდნის მაჩვენებელი მაღალია, და მხოლოდ 12% აფასებს დაბალ დონეზე საკუთარ ცოდნას".
სტუმარი: ლაშა გზირიშვილი - ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსი;