სხვადასხვა ფინანსური მაქინაციების გამო, 2015 წელს ევროკავშირის ბიუჯეტის დანაკარგმა 888 მილიონი ევრო შეადგინა, - ვკითხულობთ ევროპის ანტიკორუფციული (OLAF) ბიუროს მოხსენებაში.
როგორც ბიუროს თანამშრომლებმა გაარკვიეს, ფინანსურ მაქინაციებს ყველაზე ხშირად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართავენ, მათ შორის რუმინეთი, უნგრეთი და ბულგარეთი.
საბიუჯეტო სახსრების თაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია ბულგარეთში გაყინული ბოსტნეულის საწარმოს მოდერნიზაციის და რეკონსტრუქციისათვის 1,3 მილიონი ევროს გამოყოფა. აღმოჩნდა, რომ საწარმოს მფლობელი და აღჭურვილობის მიმწოდებელი ერთი და იგივე ადამიანია, რომელმაც კომპანიას თავისივე ტექნიკა შეფასებულზე მაღალი თანხით მიყიდა.
კიდევ ერთი თაღლითობის შემთხვევა, რომელიც გამოვლინდა მზის პანელების ჩინეთიდან იმპორტს ეხება. მიმწოდებლებმა ყალბი დოკუმენტები წარადგინეს საქონლის მწარმოებელი ქვეყნის შესახებ და იმპორტის გადასახადები თავიდან აიცილეს.