Home
Category
TV Live Menu

Fitch: ეროვნული ვალუტების გაუფასურება ყველაზე ნაკლებად საქართველოს და სომხეთის საბანკო სექტორზე აისახა

57396bfe55099
BM.GE
16.05.16 10:41
1147
"მაღალი დოლარიზაციის მქონე ბანკები დსთ-სა და საქართველოში ეროვნული ვალუტების დოლართან მიმართებაში გაუფასურებით ზიანდება", - ამის შესახებ სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის ანგარიშშია აღნიშნული.
 
სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ ბანკები ყველაზე მეტად უკრაინასა და აზერბაიჯანში დაზარალდნენ, სადაც მარეგულირებლის მიერ ხელშოწყობა არ იყო სათანადო.

სააგენტოს ცნობით, კურსის გაუფასურება რეგიონში ყველაზე ნაკლებად საქართველოს და სომხეთის საბანკო სექტორს შეეხო.

ასევე როგორც Fitch Raiting აღნიშნავს საქართველოში საკმაოდ მაღალია უცხოურ ვალუტაში როგორც გასესხების, ასევე დეპოზიტების მაჩვენებელი.

სააგენტო აღნიშნავს, რომ რეგიონის ქვეყნებში ვალუტების გაუფასურებამ უმოქმედო სესხების წილი გაზარდა.

"მხოლოდ საქართველოს ბანკები ინარჩუნებენ სტაბილურ აქტივების ხარისხსს, რაც ასახავს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მდგრადობას, ეროვნული ვალუტის ნაკლებად გაუფასურებას და ნაკლებ კავშირს რუსეთის ეკონომიკასთან", - ვკითხულობთ ანგარიშში.

Subscribe to our news

Get the main news of the day