Home
Category
TV Live Menu

Fitch იმ ქვეყნებს ასახელებს, რომლებსაც Brexit ყველაზე მეტად დააზარალებს

577380735cae7
BM.GE
29.06.16 11:59
1174
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch ევროკავშირის ქვეყნებს ასახელებს, რომელთა ეკონომიკაც 23 ივნისის რეფერენდუმის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდება.
სააგენტოს აზრით, Brexit ყველაზე დიდ დარტყმას ბელგიას, ჰოლანდიას, ირლანდიას, კვიპროსს, ლუქსემბურგსა და მალტას მიაყენებს. ამ ქვეყნებიდან პროდუქტები ერთობლივად ბრიტანეთის იმპორტის დაახლოებით 8% ქმნიან.

Fitch ასევე აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებმა ევროკავშირის დატოვებისკენ შეიძლება სხვა წევრ სახელმწიფოებსაც უბიძგოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day