საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch რუსეთთან დაკავშირებული ყველა საჯარო რეიტინგი გაიწვია. საქმე ეხება 150-ზე მეტ მიმართულებას, რომელზეც სააგენტო მუშაობდა. გაზაფხულზე იგივე შინაარსის განცხადება სარეიტინგო სააგენტომ Moody გაავრცელა.
Fitch Ratings, აღნიშნულ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ რუსეთში საკრედიტო რეიტინგების ინდუსტრიის რეგულირებისთვის ახალი სისტემა დანერგეს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ Fitch Ratings რუსეთის მასშტაბით დაახლოებით 150 საჯარო რეიტინგს გააუქმებს, რომელთა ნაწილი უდიდეს ბანკებსა და კომპანიებს ეხება.
Fitch Ratings-მა პირობა დადო, რომ რუსეთის ცენტრალურ ბანკთან დიალოგს განაგრძობს.