Home
Category
TV Live Menu

Fitch-მა წელს 15 ქვეყნის რეიტინგი გააუარესა

577e698ccbf7f
BM.GE
07.07.16 18:35
1158
სარეიტინგო სააგენტომ Fitch 15 ქვეყნის სუვერენული და საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი შეამცირა. რეიტინგების გაუარესება უმეტესად ნავთობის ფასების შემცირებას უკავშირდება.
 
რეიტინგი უმეტესად ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებს შეუმცირდათ, რომელთა ეკონომიკური სტაბილურობა ნავთობის ფასებზეა დამოკიდებული. მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ გაკეთებული 22 ნეგატიური პროგნოზიდან 10 აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე მოდის.

15 ქვეყნისთვის ერთდროულად შემცირება ბოლო წლებში სააგენტოსთვის რეკორდულია, ბოლოს სააგენტომ 2011 წელს 20 ქვეყნის სუვერენული რეიტინგი შეამცირა.

ერთ-ერთი ამ ქვეყნებს შორის დიდი ბრიტანეთია, რომლის რეიტინგის შემცირებაც რეფერენდუმის შედეგებს უკავშირდება.

თავის განცხადებაში Fitch-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური ფონი შესაძლოა სუვერენულ რეიტინგებზე ნეგატიურ გავლენას იწვევდეს, ფისკალურმა კონსოლიდაციამ კი შეიძლება პრიორიტეტულ სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლოს.

სააგენტომ მიმდინარე წელს რეიტინგი შეუმცირა აზერბაიჯანს, შრი ლანკას, ნიგერიას, ფინეთს, საუდის არაბეთს, ბრაზილიას, კონგოს, ყაზახეთს.

Subscribe to our news

Get the main news of the day