Home
Category
TV Live Menu

Fitch: "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს ბანკის" გამსხვილება ახალი მოთამაშეების შემოსვლისთვის ბარიერებს ქმნის

57e10d3552c07
BM.GE
20.09.16 14:17
1024
„ორი მსხვილი ინსტიტუტის - „ საქართველოს ბანკისა" და „თიბისი ბანკის" დომინანტობა, რაც ბაზრის 60% იკავებს, ქმნის ბარიერებს ახალი მოთამაშეების შემოსვლისთვის და მოქმედებს კონკურენციაზე - აცხადებს Fitch Ratings- ის წარმომადგენელი ოლგა იგნატიევა გაზეთ „ფაინენშალთან" ინტერვიუში.

კითხვაზე - უნდა შეწინააღმდეგებოდა თუ არა ეროვნული ბანკი აღნიშნულ გარიგებას , რადგან ის ბაზარზე ანტიმონოპოლიურ პოლიტიკას აკონტროლებს, იგნატიევა პასუხობს, რომ ეს საკითხი ხელისუფლებამ უნდა განიხილოს.

„ფინანსურად ძლიერი, უცხოელი აქციონერებით დაკომპლექტებული ბანკების არსებობა ბაზარზე სექტორის ფინანსური სტაბილურობისთვის პოზიტიურია. ამასთან, უცხოელი მოთამაშის, Societe Generale-ს საქართველოს ბაზრიდან გასვლის ეფექტი ლიმიტირებულია, რამდენადაც „ბანკი რესპუბლიკა“ ბაზრის მცირე წილს ფლობს“,- აცხადებს Fitch Ratings- ის წარმომადგენელი.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „თიბისი” ბანკმა „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების 93.64% 315 მილიონ ლარად შეიძინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day