შეუცვლის თუ არა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „FitchRatings” საქართველოს სუვერენულ რეინტინგს BB- სტაბილურს, ჯერ უცნობია. სარეიტინგო კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან და როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. „FitchRatings"-ის წარმომადგენლებმა ალექს მასკატელიმ და პოლ გეიმბლმა შეხვედრები უკვე გამართეს ფინანსთა სამინისტროში.
როგორც "ბიზნესკონტრაქტს" ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავამ განუცხადა, შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
"ვიზიტი ემსახურება იმვე მიზანს, რომ გაკეთდეს შეფასება თუ როგორია საქართველოს სუვერენული რეიტინგი. ბოლო წლებში, საქართველოს რეიტინგი არის BB - სტაბილური პერსპექტივით. ახლა ისინი აფასებენ მდგომარებას და მიიღებენ გადაწყვეტილებას შეიცვალოს თუ არა ეს რეიტინგი. საუბარი შეეხებოდა მაკროეკონომიკურ მდგომარეობას და ასევე იმას თუ როგორია ჩვენი პროგნოზი ამ მიმართულებით“, - განაცხადა დავით ლეჟავამ.