Home
Category
TV Live Menu

"ფონდი ქართუ ქართველ ხალხს კიდევ ერთ საჩუქარს უკეთებს, ეს არის მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია ამ სეზონზე"

57824e3f7b346
BM.GE
10.07.16 17:30
1197
ფონდმა ქართუმ 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena საკუთრებაში სახელმწიფოს გადასცა. შესაბამის შეთანხმებას ხელი დღეს შეკვეთლში მოეწერა.
 
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკონცერტო დარბაზი რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, მიმდინარე სეზონზე შეკვეთილში მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება.

„დღეს ჩვენ საქართველოში უნიკალური პროექტის განხორციელების მოწმე გავხდით. ქვეყანას შეემატა ულტრათანამედროვე საკონცერტო დარბაზი. ფონდი ქართუ მას მთლიანად ჩუქნის სახელმწიფოს და გადასცემს მას საკუთრებაში. პროექტის განხორციელება ბატონ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, მის უპრეცედენტო ქველმოქმედებას. მინდა მას მადლობა გადავუხადო. პრაქტიკულად ეს გახლავთ რეგიონის განვითარების პროექტი. ეს მნიშვნელოვანია შავი ზღვისპირეთისთვის, გაიზრდება ტურიზმი და შესაძლებელი გახდება უცხოელი ინვესტორების მოზიდვა, რაც დიდი სტიმულია ბიზნესის განვითარებისთვის. რაც მთავარია ეს მხარე შეძლებს ისარგებლოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით. აღარაფერს ვამბობ დამატებით სამუშაო ადგილებზე, მხოლოდ მშენებლობაზე 600-ზე მეტი ადამი იყო დასაქმებული.

საკონცერტო დარბაზის ტექნიკური შესაძლებლობები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. დარბაზის სივრცე ისეთია, რომ შეუძლია უმასპინძლოს ნებისმიერი სახის კონცერტს, სპორტულ ღონისძიებას.

ფონდი ქართუ ქართველ ხალხს კიდევ ერთ საჩუქარს უკეთებს, ეს არის მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია ამ სეზონზე“, - განაცხადა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day