Home
Category
TV Live Menu

Forbes 2016 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგს აქვეყნებს

573448565fd9c
BM.GE
12.05.16 13:08
1152
ამერიკულმა Forbes-მა ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელის სათავეშიც უკვე მეექვსედ კომპანია Apple-ია (გამოცემის შეფასებით, Apple-ის ბრენდის ღირებულებამ 154.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე კომპანია Google მოხვდა, რომლის რირებულებაც Forbes-მა 82 მილიარდ დოლარად შეაფასა. წლის განმავლობაში Google- ის ბრენდის ღირებულება 16,9 მილიარდით გაიზარდა, რამაც რეიტინგში მისი ერთი ადგილით წინ გადმონაცვლება გამოიწვია. მან ადგილი კომპანია Microsoft-ს გაუცვალა, რომლის ფასიც გასულ წელს 69.3 მილიარდი დოლარიდან 75.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

მეოთხე ადგილი რეიტინგში Coca-Cola-მ აიღო, რომლის ღირებულებაც Forbes-ის ინფორმაციით, 56-დან 58.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

რეიტინგის მეხუთე ადგილი კომპანიამ Facebook დაიკავა, რომლის ღირებულებაც 52.6 მილიარდი დოლარია. სიის ტოპ 10-ულში ასევე მოხვდნენ: Toyota, IBM, Disney, McDonald's და GE.

Subscribe to our news

Get the main news of the day