Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#FORBES #30UNDER30 - „KPMG Georgia“ - იურიდიული დეპარტამენტის გეგმები საქართველოში და მსოფლიოში

BM.GE
03.11.20 11:51
509
KPMG Georgia - ეს არის კომპანია, რომლის პრაქტიკა გლობალური იურიდიული სერვისების მიმართულების ნაწილია. აქ დასაქმებული ადამიანები პასუხს სწორედ ამ იურიდიული პრაქტიკის მართვასა და განვითარებაზე აგებენ, ისევე როგორც კლიენტების მიერ მოწოდებული მომსახურების დაგეგმარებასა და ხარისხის კონტროლზე. კომპანიის მთავარ უპირატესობებად კი იმ მრავალმილიონიანი სამოქალაქო დავის გამარჯვებით დასრულებას ასახელებენ, სადაც მოსარჩელის რგოლში იყვნენ. ასევე მუშაობენ საიმიგრაციო სერვისების მიწოდებაზე, მსხვილი შერწყმა-შესყიდვის ტრანზაქციების განხორციელებაზე, კლიენტების დახმარებაზე და კლიენტების წარმომადგენლობის მომსახურებაზე. ასეთია იმ დეპარტამენტის მოკლე აღწერა, რომელსაც სათავეში ჯაბა გველებიანი, Forbes Georgia-ის 30 წლამდელთა სიის წევრი უდგას.


სტუმარი: ჯაბა გველებიანი - კომპანია “KPMG Georgia”, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

Subscribe to our news

Get the main news of the day