Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#FORBES #30UNDER30 - პროფესია, როგორც მემკვიდრეობა და პანდემიას გადარჩენილი ბიზნესი

BM.GE
29.09.20 11:39
563
"ვარდი ყვავილების დედოფალია" – ასე ამბობს საქართველოში ყველაზე დიდი სანერგე მეურნეობის მფლობელი, 25 წლის ამბაკო ბრეგვაძე, რომელმაც უკვე ათი წელია დეტალურად შეისწავლა ვარდი მისი ხასიათი და გამოცდილებით იცის როდის რა სჭირდება. ახალგაზრდა აგრონომს ჭიათურის სოფელ ქვაციხეში 300–ზე მეტი სახეობის ვარდი აქვს და წელიწადში ათი ათასობით ძირს ამრავლებს. ეს მისი პროფესიაცაა და საყვარელი საქმეც. ამიტომაც ამბობს ასე თამამად უზარმაზარი სათბურის მეპატრონე, რომ ვარდის გამრავლება და მოვლა რთული არ არის. მაშინაც კი თუ 35 ათას ნერგთან არც თუ იშვიათად მარტო მუშაობს. ხოლო პირველი გამოცდა, რის წინაშეც მისი საქმიანობა დადგა, პანდემიაა. კორონავირუსის გამო ჩაკეტილი ქალაქების პირობებში, ამბაკოს "ვარდის სახლი" ფაქტობრივად მომხმარებლის გარეშე დარჩა. მანაც ახალი რეალობა გამოწვევად მიიღო და ონლაინ შეკვეთებზე გადავიდა.

სტუმარი: ამბაკო ბრეგვაძე - შპს „ვარდის სახლის“ დამფუძნებელი.
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day