Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#FORBES #30UNDER30 - ქართული მუსიკის ელჩი - “The Georgian Six”-ის სოპრანო

BM.GE
29.12.20 13:09
494
ქეთევან ქართველიშვილი, ჯგუფ “The Georgian Six”-ის სოპრანოა და პოპულარიზაციას უწევს ქართულ მუსიკას, ჩვენს ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც. თავად ჯგუფი შეიქმნა 2013 წელს, ხოლო ამ შემადგენლობით 2016 წელს დაკომპლექტდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯგუფის ექვსივე წევრი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია, აკადემიური გუნდის დირიჟორობის სპეციალობითა და მაგისტრის ხარისხით. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბევრ ჯილდოსთან ერთად მათ მიღებული აქვთ რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე "საუკეთესო ვოკალის" წოდება. ასევე ავსტრიაში, ქალაქ გრაცში, საერთაშორისო ფესტივალზე ჯგუფმა საპრიზო ადგილი დაიკავა და გაიმარჯვა ნომინაციაში - დარბაზის რჩეული. ჯგუფს გამართული აქვს რამდენიმე სოლო კონცერტი, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

სტუმარი: ქეთევან ქართველიშვილი - The Georgian Six, მომღერალი

Subscribe to our news

Get the main news of the day