ყველაფერი 2018 წელს დაიწყო, როცა ფოტოშოპი პირველად გახსნა და კოლაჟის აწყობა დაიწყო და მას მერე არცერთი დღე და არცერთი წამი ამ საქმის გარეშე არ უცხოვრია. ქრონოლოგია ასეთია: ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი – სწავლასა და კოლაჟებს დაუთმო, თებერვალში კი, პირველი სამსახურიც გამოჩნდა და ყოველგვარი სტაჟირებისა და ჯუნიორ დიზაინერობის გარეშე Socialsharks-ის სარეკლამო არეულობაში მოხვდა და აქ აღმოაჩინა, რომ თურმე, წამებში სწავლობ იმას, რაც წლებზე იყო გაწერილი. შემდეგ მოხვდა პრესაში და საუბარი დაიწყო კოლაჟის ხელოვნებაზე. გასცდა საქართველოს ფარგლებს. მისით დაინტერესდა ამერიკელი გრაფიკული დიზაინერი.
სტუმარი: მარიამ კაჭარავა - Socialsharks, დიზაინერი.