წელს პირველად საქართველოში Forbes Georgia-ის ახალგაზრდული სამიტი ჩატარდა, რომელიც ამერიკული Forbes-ის ანალოგია. ღონისძებისთვის სპეციალური მოწვევით ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორი თომას კლეინერი ჩამოვიდა, რომელიც სამიტზე სიტყვით გამოვა და ისაუბრებს - "როგორ უნდა გავხდეთ მომავლის ლიდერი". აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს Forbes Under 30-ის პროექტით დაინტერესდა Forbes-ის ამერიკული გამოცემა, რომელიც ევროპის Under 30-ის სიაზე მუშაობს. აქედან გამომდინარე ქართულ პროექტში გამარჯვებულებს გლობალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება აქვთ. ევროპის სამიტი კი წელს ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში, მაისის ბოლოს გაიმართება და ამ ოთხდღიან თავგადასავალს, Forbes საქართველოს Under 30-ის გამარჯვებულებიც შეუერთდებიან. გუშინდელ ღონისძიებაზე ასევე პროექტ 30 Under 30-ის გამარჯვებული ქართველი ახალგაზრდებიც გამოვლინდენ.