Home
Category
TV Live Menu

Forbes 5 საუკეთესო ქართველ დიზაინერს ასახელებს

573320e6c6813
BM.GE
11.05.16 16:07
1143
"5 საუკეთესო დიზაინერი თბილისის მოდის კვირეულიდან", - ასე ეწოდება სტატიას, რომელსაც Forbes აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ საქართველო აღმოსავლეთის დასავლეთის ისტორიულ და კულტურულ ნაზავს წარმოადგენს, რომელიც თავისი ეგზოტიკურობით გამოირჩევა.

"ერთ მხარეს უძველეს ნანგრევებს, მეორე მხარეს კი მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორების ცათამბჯენებს ნახავთ", - ვკითხულობთ სტატიაში. გამოცემა წერს, რომ საქართველოში პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ახალბედა დიზაინერები შეცდომას უშვებენ, ისეთივეს როგორსაც სხვა განვითარებადი ბაზრები. "ისინი ზედმეტ კაპიტალს იხდიან ეროვნული მემკვიდრეობის სიმდიდრეში. ეს მათ ადგილობრივ ბაზარზე ცნობადს ხდის, თუმცა გლობალური კომერციული რუკისგან აშორებს", - წერს Forbes. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართველი დიზაინერების კლიენტები დღეს ქართველები, რუსები და ყაზახები არიან.

Forbes შემდეგ ტოპ 5 ქართველ დიზაინერს ასახელებს:

თამუნა ინგოროყვა
გიორგი ფანცულაია
ლალო დოლიძე
ბესარიონი
ალექსანდ არტიუნოვი

Subscribe to our news

Get the main news of the day