Home
Category
TV Live Menu

Forbes ამერიკის ყველაზე მდიდარი ქალების რეიტინგს აქვეყნებს

580082eabb0aa
BM.GE
14.10.16 11:00
1126
ამერიკულმა გამოცემა "ფორბსმა" აშშ-ის ყველაზე მდიდარი ქალბატონების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში სულ 51 ქალი მოხვდა, რომელთა ქონებაც 1,7 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

"ფორბსის" მონაცემებით, ამერიკის ყველაზე მდიდარი 51 ქალბატონის ქონება ჯამში 288,1 მილიარდი დოლარია.

ზედიზედ მეორე წელია, რეიტინგის ლიდერი რითეილ კომპანია Wal-Mart-ის დამაარსებლის, სემ უოლტონის ქალიშვილი - ელის უოლტონია, რომლის ქონებაც გასულ წელთან შედარებით მცირედით გაიზარდა და 35,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის 400 ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგში ელის უოლტონი მე-13 პოზიციაზეა. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და საყვარელი ტკბილეულის „მარსისა“ და „ სნიკერსის“ მწარმოებელი კომპანია Candy- ის მფლობელი ჟაკლინ მარსი 27 მლრდ დოლარით, Apple-ის დამაარსებელი სტივ ჯობსის მეუღლე ლორინ ჯობსი - 17,7 მილიარდი დოლარით, MONEY MGMT-ის ხელმძღვანელი აბიგეილ ჯონსონი 13,2 მილიარდი დოლარით და მედიამაგნატი ბლეირ ფერი-ოკდენი 10,8 მილიარდი დოლარით.

Subscribe to our news

Get the main news of the day