Home
Category
TV Live Menu

Forbes: ბიძინა ივანიშვილის ქონება $4,5 მილიარდია, Credit Suisse-ის მენეჯერმა მას $100 მილიონი მოპარა

58d0e827f090d
BM.GE
21.03.17 12:44
1006
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის ჩამოქვეითდა და 384-ე ადგილი დაიკავა.

ივანიშვილის ქონება გამოცემას 4,5 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული. გამოცემა წერს, რომ საქართველოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ქონება რუსეთში დააგროვა, 2003 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა. წლების განმავლობაში კი ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესების ნაწილი გაყიდა და თანხის ინვესტირება ფონდებსა და ხელოვნების ნიმუშებში მოახდინა.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ ივანიშვილმა მილიარდი დოლარი ბანკს Credit Suisse ანდო, თუმცა მისი თანხის 100 მილიონი დოლარი ბანკის მენეჯერმა მოიპარა. ამჯერად მენეჯერის წინააღმდეგ ივანიშვილს საქმე სასამართლოში აქვს შეტანილი.

„ფილანტროპი და მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი 108,000 კვ,მ ტერიტორიაზე, თბლისის მახლობლად მთებში ცხოვრობს. კოლექციონერმა გასულ, წელს სამი ნახატი გაყიდა, ჯამში 110 მილიონ დოლარად“, - წერს გამოცემა.

Subscribe to our news

Get the main news of the day