Home
Category
TV Live Menu

Forbes: ბიძინა ივანიშვილმა თავისი კოლექციიდან სამი ტილო 112 მილიონ დოლარად გაყიდა

5888b6c05894f
BM.GE
25.01.17 18:30
947
ბიძინა ივანიშვილმა თავისი კოლექციიდან სამი ტილო ჯამში 112 მილიონ დოლარად გაყიდა. ინფორმაციას რუსული Forbes აქვეყნებს და დასძენს, რომ ბოლოს ივანიშვილმა ტილო Christie’s-ის აუქციონზე 2016 წელს წელს გაყიდა, რეკორდულ 66 მილიონ დოლარად, თავდაპირველად ნახატი 40 მილიონად იყო შეფასებული. აღნიშნული ტილო 27 მილიონ დოლარად 2006 წელს გაიყიდა. ამასთან გამოცემისთვის ცნობილი ხდება, რომ გასულ წელს აუქციონზე ივანიშვილს ჯამში 4 ტილო ჰქონდა გატანილი.

გამოცემა საქართველოს ყოფილი პრემიერის ქონებას 4,8 მილიარდ დოლარად აფასებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day