Home
Category
TV Live Menu

Forbes Georgia უკვე ინგლისურ ენაზეც გამოდის

575997053fc31
BM.GE
09.06.16 20:16
1138
2016 წლის 11 ივნისს Forbes Georgia-ს ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია შედგება. ჟურნალი საქართველოში მცხოვრებ უცხოელებსა და ინგლისურენოვან ქართველებს შესთავაზებს გამორჩეულ ანალიტიკურ სტატიებს ლოკალური ფინანსების, წარმოების, ინვესტციებისა და ვაჭრობის თემებზე.
 
ინგლისურენოვანი Forbes Georgia-ს პირველი ნომერი წარადგენს საუკეთესო მასალებს 55 ნომრიდან.

"ჩვენი მიზანია გავზარდოთ ცნობადობა იმ ანტრეპრენიორების, კომპანიებისა და იდეების მიმართ, რომლებიც პოზიტიურ გავლენას ახდენენ საქართველოსა და შესაბამისად, რეგიონის განვითარებაზე. ყოველთვიური Forbes Georgia-ს პირველი ნომერი 2011 წლის დეკემბერში გამოიცა და მალევე, Forbes Georgia – ვებგვერდ Forbes.ge-სთან ერთად ჩამოყალიბდა ყველაზე სანდო საინფორმაციო რესურსად საქართველოს ბიზნეს ლიდერებისთვის", - განმარტავენ Forbes-ში.

Subscribe to our news

Get the main news of the day