Home
Category
TV Live Menu

"Forbes-ის ფორუმზე საუბარი იყო ენეგტიკულ პროექტებზე, მზად ვართ ჩავერთოთ მოლაპარაკებებში"

5756e5b96875e
ელენე გოგბერაშვილი
07.06.16 19:14
1027
Forbes Georgia-სა და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით თბილისში გამართულ ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმს მასში მონაწილე ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა. როგორც ბიზნესმენები აცხადებენ, ეს იყო საკმაოდ მაღალ დონეზე ორგანიზებული და საინტერესო ფორუმი, რომელსაც თან ახლდა კონკრეტული შედეგები.
 
თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლის ირაკლი მენაბდეს განცხადებით, ფორუმზე ყაზახი ინვესტორების მხრიდან დაინტერესება გამოითქვა ენერგეტიკის სფეროზე.

"მსგავსი ფორმატის ფორუმების ჩატარება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის განვითარების იმ ეტაპზე, სადაც ვართ. ჩვენ ვთანამშრმლობთ ყველა ქვეყნის ინვესტორთან. მზად ვართ განვიხილოთ მათი წინადადებები და შევთავაზოთ ჩვენი პროექტები. ფორუმზე საუბარი იყო ენეგტიკულ პროექტებზე. მზად ვართ ჩავერთოთ მოლაპარაკებებში ან მოვისმინოთ მათი იდეები და განვიხილით ისეთი პროექტებიც, რაც არ არის ჩვენს პორთფელში. Forbes-ის მიერ ორგანიზებული ფორუმი არის ძალიან საინტერესო და კარგი იქნება მსგავსი ფორმატის შეხვედრები ინვესტორებთან მეტი იყოს, რათა უფრო მასშტაბურად გამოვაჩინოთ საქართველოს ენერგეტიკის დარგის პოტენციალი. ეს ფორუმი იყო კარგი შესაძლებლობა ინფორმაცია გაგვევრცელებინა, რომ გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენი ქვეყანა მზად არის ინვესტორებთან თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ირაკლი მენამბდემ.

საინვესტიციო ფორუმი Forbes Georgia-სა და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით, ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანაორგანიზებით ჩატარდა. ფორუმს მოდერაციას უწევდა Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და მმართველი პარტნიორი გიორგი ისაკაძე.

ყაზახეთის 40-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მსხვილი ყაზახური კომპანიების მფლობელები. ფორუმის ერთ-ერთი მოდერატორი იყო Forbes Georgia-ს აქციონერი და Forbes Kazakhstan-ის გამომცემელი არმანჟან ბაიტასოვი, რომელიც „ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის” რეიტინგში ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day