გამოცემა Forbes რუსული კომპანიების “25 ყველაზე ძვირადღირებული მენეჯერის“ რეიტინგს მეხუთედ აქვეყნებს. ინფორმაციის თანახმად, 2012 წლიდან რუსული კომპანიების ტოპ-მენეჯერების საერთო გადასახადები 2.3-ჯერ შემცირდა.
რუსი მენეჯერების შემოსავლების მიხედვით შედგენილ რეიტინგში გასული წლის მსგავსად, "გაზპრომის" ხელმძღვანელი ალექსეი მილერი დაწინაურდა. თუ 2014 წელს მისი ქონება 27 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, გასულ წელს მან 17.7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამასთან კომპანიის შემოსავალი 140.4 მილიარდი აშშ დოლარია.
მეორე ადგილი "როსნეფტის" ხელმძღვანელს იგორ სეჩინს ერგო, რომლის სემოსავალმაც გასულ წელს 13 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წელს მან 17.5 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. შემოსავლების საფუძველზე კომპანიის მოგება კი 2015 წელს 82.7 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
პოპულარული გამოცემის რეიტინგი დატოვეს "მოსკოვის ბანკის" ხელმძღვანელმა მიხეილ კუზევლოვმა, რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელმა ვლადიმირ იაკუნინმა, "Bashneft"-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ალექსანდრე კორსიკმა, "მეგაფონის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ივან ტავრინმა, "ტრანსნეფტის" პრეზიდენტმა ნიკოლაი ტოკარევმა და სხვებმა.
Forbes-მა აღნიშნული რეიტინგი 70 უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელის 2015 წლის ანაზღაურების მონეცემების საფუძველზე შეადგინა. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო კორპორაციები და ის კომპანიები, რომლებსაც მფლობელები თვითონ მართავენ, მაგალითად, როგორიცაა "ლუკოილი", ან ’’ნოვატეკი“ გამორიცხული იყო.