Home
Category
TV Live Menu

Forbes საქართველოს სამოგზაუროდ ყველაზე იაფ მიმართულებებს შორის ასახელებს

58426dd599b6d
BM.GE
03.12.16 11:00
985
Forbes საქართველოს სამოგზაუროდ ყველაზე იაფ მიმართულებებს შორის ასახელებს. გამოცემამ 14 სამოგზაურო ექსპერტი გამოკითხა და 2017 წლის ყველაზე იაფი 30 მიმართულება გამოავლინა, - ფასის დათვლისას გამოცემამ დოლარის კურსი გაითვალისწინა.

"საქართველო უძველესი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ტურისტების მზარდ ყურადღებას იბრუნებს. ქვეყანას ტურისტებისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია - ულამაზესი ბუნების, უნიკალური კულტურის და ტრადიციული სამზარეულოსი“, - ციტირებს გამოცემა ერთ-ერთი ექსპერტის სიტყვებს და წერს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, სადაც ღვინის დაწურვის ტრადიცია 8 000 წელს ითვლის.

ორ კაცზე სადილი რესტორანში გამოცემას 30 დოლარად აქვს შეფასებული, სადაც ტრადიციულ კერძებთან ერთად ქართული ღვინოც შედის.

"ეს ადგილი ბევრი ტურისტისთვის შეუმჩნეველია, თუმცა მოსახერხებელი გაცვლითი კურსის გამო, საქართველოში მოგზაურობა საკმაოდ იაფი და დაბალბიუჯეტურია", - წერს ტურიზმის ექსპერტი შანონ ოდენელი და დასძენს რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ფაქტი „კულტურული სტუმართმოყვარეობაა".

საქართველოსთან ერთად გამოცემის რეიტინგში მოხდა მოზამბიკი, საბერძნეთი, ბალი, ლას-ვეგასი, პორტუგალია, ესპანეთი, კოსტა რიკა, სამხრეთ აფრიკა, ბულგარეთი და სხვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day