Home
Category
TV Live Menu

Forbes ყველაზე მდიდარი გარდაცვლილების რეიტინგს აქვეყნებს

58037865c314e
BM.GE
16.10.16 16:50
1108
ამერიკულმა ჟურნალმა Forbes თავის ტრადიციულ რეიტინგში ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების სია გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც 2009 წელს გარდაცვლილი 50 წლის მომღერალი მაიკლს ჯექსონი მოხვდა. მომღერალი რამდენიმე წელიწადია რეიტინგის უპირობო ლიდერია.

გარდაცვლილი ვარსკლავის სახელი და მისი შემოქმედება ამ დრომდე განაგრძობს კოლოსალური თანხების ’’გამომუშავებას“.

რეიტინგის შემდგენლებმა მუსიკალური ჩანაწერების, კინოფილმებისა და ცნობილ ადამიანებთან დაკავშირებული სხვა ნიმუშების გაყიდვისას მიღებული შემოსავალი გაითვალისწინეს.

Forbes-ის შფასებით, მაიკლ ჯექსონის სახელმა გასულ წელს 825 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. აღნიშნული თანხა - უმსხვილესი წლიური შემოსავალია შოუბიზნესის ცოცხალი ან გარდაცვლილი ვარსკლავისთვის. თანხის გამომუშავება 2016 წლის მარტში Sony-სა მომღერლის მემკვიდრეებს შორის შემდგარი გარიგებით მოხდა.
ცნობილია, რომ 2010 წლის მარტში მაიკლ ჯეკსონის მემკვიდრეებმა და Sony Music­მა 250 მილიონი აშშ დოლარის კონტრაქტი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, კომპანიას მიეცა ექსკლუზიური უფლება ჯეკსონის ჩანაწერების გამოშვებაზე. კერძოდ, კომპანია ვალდებულია 7 წლის განმავლობაში ჯეკსონის 9 ალბომი გამოუშვას. სწორედ Sony/ATV Music Publishing ფლობს ძალიან ბევრი ვარსკლავის სიმღერებზე უფლებებს, მათ შორის არის The Beatles.

Forbes-ის ინფორმაციით, გასულ წელს ლეგენდარული მომღერლის სახელთან დაკავშირებულმა შემოსავალმა 115 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით ნაკლები იყო.

2016 წლის ჟურნალის რეიტინგის სამეულში ასევე ამერიკელი კარიკატურისტი ჩარლს შულცსი შევიდა, რომელიც 2000 წელს გარდაიცვალა და მისმა სახელმა ერთ წელიწადში 48 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა და ასევე გოლფის ლეგენდარული მოთამაშე, არნოლდ პალმერი შევიდა, რომელიც 25 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, რომლის წლიური შემოსავალი გამოცემამ 40 მილიონ დოლარად შეაფასა.

Forbes-ის ყველაზე მდიდარი, გარდაცვლილი ადამიანების 2016 წლის რეიტინგი 13 ადამიანისგან შედგება, რომელთაგან 6 მუსიკოსია, 2 კინოინდუსტრიის წარმომადგენელი, და ერთი მხატვარი, ერთი სპორტსმენი, საბავშვო მწერალი, მეცნიერი და ერთიც ფოტომოდელია. ტოპ-ათეულში როკ-ენ-როლის მეფე ელვის პრესლი მოხვდა, (გარდაცვლილის სახელმა 2016 წელს 27 მილიონი დოლარი გამოიმუშავა), მომღერალი პრინცი (25 მილიონი დოლარი) და ბობ არლი (21 მილიონი დოლარი).

რეიტინგში შესული სხვა წევრების სია ასეთია: ბავშვთა მწერალი თეოდორ გეიზელი (1991 $ 20 მილიონი), Beatles წევრი ჯონ ლენონი (1980, $ 12 მილიონი), მეცნიერი ალბერტ აინშტაინი (1955 $ 11.5 მილიონი) და მოდელი ბეტი პეიჯი (2008 $ 11 მილიონი).

Forbes-ის რეიტინგი დახურეს მომღერალმა დევიდ ბოუიმ (გარდაიცვალა 2016 წლის იანვარი, წლიური შემოსავალი - $ 10.5 მილიონი), მსახიობმა სტივ მაკქუინიმ (1980, $ 9 მილიონი) და მსახიობმა მსახიობი ელიზაბეტ ტეილორმა (2011 $ 8 მილიონი)

Subscribe to our news

Get the main news of the day