Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Forbes30under30​ - რამდენად განვითარებულია #პაროდონტოლოგია​ საქართველოში?

BM.GE
23.03.21 11:24
455
2015 წლის მარტს, საქართველოში პაროდონტოლოგიურ სფეროში მომუშავე ქართველი ექიმების ჯგუფის მიერ, პაროდონტოლოგთა ასოციაცია შეიქმნა. ამ პერიოდისთვის, პაროდონტოლოგია ნაკლებად პოპულარული მიმართულება და არცთუ ცნობილი სტომატოლოგიის განხრა იყო საქართველოში. ამიტომაც ჯგუფმა დაისახა მიზანი, რომ დარგის პოპულარიზაცია მოეხდინათ, როგორც ექიმების, ასევე სტუდენტებისა და პაციენტების კუთხით. ამას დასჭირდა წლები, თუმცა დღეს შეიძლება ითქვას რომ მიზანი მიღწეულია და მას შემდეგ, ასოციაცია ჩართულია შიდა და საერთაშორისო შეხვედრებში, კურსებში, კონფერენციებში, სახალხო აქტივობებსა და სოციალურ მედია პროექტებში. მთავარ მიზნებს შორის ასევე მოხაზულია პირის ღრუს ჯანმრთელობის პოპულარიზაცია საქართველოში; პაროდონტოლოგიის საჭიროების მიმღებლობაში წვლილის შეტანა; ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მაღალი დონის უზრუნველყოფა და რაც მთავარია უნდა გავხდეთ ,,ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის“ სრულფასოვანი წევრი.

სტუმარი: თათია როხვაძე - საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი
 

Subscribe to our news

Get the main news of the day