Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Forbes30under30: მსოფლიოში აღიარებული მხატვარი - ლევან სონღულაშვილი

BM.GE
05.10.21 13:06
451
არტისტ ლევან სონღულაშვილის ბიოგრაფიის თხრობა 2014 წლიდან უნდა დავიწყოთ. როცა თბილისის სამხატვრო აკადემიის საბაკალავრო დიპლომის შესაქმნელად 6 თვე სახლში გამოიკეტა. მაშინ შექმნა, როგორც ამბობენ ხოლმე, „პორტრეტების სერია“. სახეები, რომლებიც ცოცხალი მზერისა და ბუნებრივი, ადამიანური ხასიათის ჩვენების გარდა, თითქოს მსოფლიო სახვითი ხელოვნების უზარმაზარ გამოცდილებას „იგონებს“ და მნახველს ერთდროულად უჩენს სიძველის და ცოცხალის, მითიურობის, რელიგიურობის განცდას და რეალიზმის შეგრძნებას. ეს არის ლევან სონღულაშვილის დიდი და მცირე ფორმატის ნამუშევრების ყველაზე დიდი საიდუმლო, რომლითაც თავი გააცნო ჯერ თბილისის სახმატვრო აკადემიის სადიპლომო გამოფენის კომისიას, შემდეგ კი ნიუ იორკის ხელოვნების აკადემიის მისაღები გამოცდების კომისიის წევრების ქათინაურები დაიმსახურა. 2015 წელს ენდი უორჰოლის მიერ დაფუძნებული ნიუ იორკის ხელონების აკადემიის მაგისტრატურის პირველკურსელი გახდა. ზუსტად ორ წელში კი წარმატებით დაასრულა სწავლა, რასაც პარალელურად მისდევდა არაერთი გამოფენა და აუქციონი. მაგალითად სოთბის აუქციონი, სადაც წარმატებითა და ხმაურით გაიყიდა ლევანის „მედუზა“, ანდა ბრუკლინის მუზეუმის გამოფენა. სონღულაშვილი გახდა პირველი ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც მუზეუმის მუდმივ კოლექციაში დააბინავეს. ნიუ იორკის ხელოვნების აკადემიის დასრულების შემდეგ, მისი ნამუშევრები პარალელურად გამოიფინა აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა არტბაზრობასა და გალერაში. მინდა აქვე სიხარულით გითხრათ, რომ ლევან სონღულაშვილის მულტიმედიური პერსონალური გამოფენა ტრიპტიქი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 8 ოქტომბერს გაიხსნება და მისი ნახვა შეეძლება ყველას. ხოლო თავად „ტრიპტიქი“ სამი ნაწილისგან შემდგანი ნამუშევარია, რომელიც მხატვრის ეგზისტენციალური მდგომარეობისა და ფსიქოლოგიური ტრანფორმაციის სამ გარდამტეხ ეტაპს ეხმიანება. გამოფენა აერთიანებს კედლის მხატვრობას, ინსტალაციას, ფერწერასა და ბგერას. ექსპოზიცია იმერსიული ხასიათისაა და მუზეუმის სამ დარბაზს მოიცავს, რომელიც ტრიპტიქს ქმნის.

სტუმარი: ლევან სონღულაშვილი - მხატვარი


Subscribe to our news

Get the main news of the day