Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#ForbesAuto: სანქციების გავლენა ავტოინდუსტრიაზე

BM.GE
15.03.22 10:22
288
მთელი ცივილიზებული სამყარო აგრესორის წინააღმდეგ გაერთიანდა, ეს ერთიანობა და სოლიდარობა სხვადასხვანაირად გამოიხატება. სანქციების გარდა, რომელიც ქვეყნის 1990 იან წლებში დაბრუნებას ემსახურება, ასეულობით კერძო კომპანია რუსეთის ბაზარს ტოვებს, მათ შორის ავტოინდუსტრიის გიგანტები. სანამ სანქციების და ომის გავლენაზე ვისაუბრებდეთ, სოლიდარობის კიდევ ერთი მაგალითი, რომელსაც მხოლოდ იმიტომ გიყვებით, რომ სხვისთვისაც იყოს მოტივაცია, “თეგეტა ჰოლდინგი”-მა კომპანიის CSR პლატფორმაზე tegeta.care ახალი სექცია შეიქმნა - იზრუნე თავისუფლებაზე. ფონდში შემოსული თანხა კი უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალურ ანგარიშზე გადაირიცხება. პირველი დონაცია თავისუფლებისთვის თეგეტამ უკვე განახორციელა. ჰოლდინგმა ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 100 000 ლარი გამოყო. დღეიდან საგანგებოდ გახსნილ ანგარიშზე სასურველი თანხის ჩარიცხვას კომპანიის თანამშრომლებისა და მომხმარებლის გარდა, ნებისმიერი მსურველი შეძლებს. 

სტუმარი: პეტრე წაქაძე - "პორშე ცენტრი თბილისი", დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day