#Forbesკვირა - გიორგი ისაკაძის ეპილოგი / 16.07.2023
BM.GE
17.07.23 00:39
• 85
ცნობილი საერთაშორისო ონლაინ სასწავლო, და სარეიტინგო პლატფორმა RankingRoyals მსოფლიოს უმსხვილეს 15 ღვინის ექსპორტიორ ქვეყანას ასახელებს. პლატფორმის ინფორმაციით 2021 წელს მსოფლიოში სულ $40.7 მლრდ-ს ღვინო გავიდა ექსპორტზე. და აქ პირველი ადგილი საფრანგეთმა დაიკავა, რომელმაც 2021 წელს $13.1 მლრდ-ს ღვინო გაიტანა ექსპორტზე, რაც ჯამური ექსპორტის 32%-ია. მეორეზე იტალია გავიდა $8.4 მლრდ-ით, რაც ღვინის ექსპორტის 21%-ია. მესამეზეა ესპანეთი $3.5 მლრდ-ით, რაც ექსპორტის 9%-ია, სიაში ბოლო მე-15 ადგილზეა სინგაპური გავიდა. სინგაპურმა 2021 წელს ექსპორტზე $596.4 მლნ-ს ($0.6 მლრდ) ღვინო გაიტანა, რაც საქართველოს მაჩვენებელზე თითქმის 2.5-ჯერ მეტია.